ფეხბურთი

22:22 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" ლორის კარიუსი დაიმატა

ინგლისურმა „ნიუკასლ იუნაიტედმა“ ლორის კარიუსი დაიმატა. ინფორმაცია „კაჭკაჭების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კარიუსმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე, ერთი წლით განახლების ოფციით გააფორმა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

29 წლის ფეხბურთელს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა. კარიუსს კარიერის განმავლობაში „მაინცში“, „ბეშიქთაშსა“ და ბერლინის „უნიონში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111795