ფეხბურთი

16:43 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგაში დაბრუნდა

ინგლისურმა „ვულვერჰემპტონმა“ ვეტერანი თავდამსხმელი დიეგო კოშტა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

33 წლის შემტევი ბოლო 8 თვის განმავლობაში უკლუბოდ იყო, მაგრამ „მგლებმა“ მისი დამატება მას მერე გადაწყვიტეს, რაც საშა კალაიჯიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო. სწორედ ავსტრიელი უნდა შეცვალოს ბრაზილო-ესპანელმა თავდამსხმელმა.

დიეგო კოშტა ბოლოს „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობდა, თუმცა, ინგლისში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ლონდონის „ჩელსის“ წევრი იყო.

კარიერის განმავლობაში მას „ბრაგაში“, „სელტაში“, „ალბასეტეში“, „ვალიადოლიდში“, „ატლეტიკოსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უთამაშია.

0.124865