იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მუდმივად იმიტომ ცვლის, რომ ტრავმებისგან დაიცვას.
„თუ შენიშნეთ, კვარაცხელია თამაშის ბოლომდე მოედანზე არასდროსაა. ის ბოლომდე იხარჯება 65-ე წუთამდე და შემდეგ ცვლიან. რა არის ამის მოტივი? ლუჩანო სპალეტი მას იცავს სტრესული დაზიანებებისგან, რადგან ახალ ქვეყანაშია, მანამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა და ასეთ დროს კუნთების დაზიანება გადაღლისგან სრულებით შესაძლებელია. სპალეტიმ ეს კარგად იცის და ამიტომ, მაქსიმალურად იცავს“, - თქვა კიარიელომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში 90 წუთი არცერთ მატჩში არ უთამაშია.