ლევან გორგაძემ აკო ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა. ქართველი სუმოისტი მე-9 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მძიმე ბრძოლაში, სუკუინეგის ილეთით წააგო.
შემოდგომის პირველ სუპერტურნირზე ჯერ მხოლოდ 2 ბრძოლა გაიმართა, პირველი ქართველის გამარჯვებით დასრულდა, ამიტომაც ჯერჯერობით ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი თანაბარია 1-1-ზე.
გეტყვით, რომ ეს წყვილი ერთნამეთს 32-ედ შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური 14:18-ზე ბალანსით მარცხდება. თავის მხრივ მიოგირიუმაც სექტემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ხვალ ტოჩის მეტოქე კვლავ მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც აქამდე 8-ჯერ შეხვდა და მისი დამარჯცება 6-ჯერ შეძლო.