ჩოგბურთი

4:33 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხთა წყვილი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონების, კატერინა სინიაკოვას და ბარბორა კრეიჩიკოვას წყვილმა, აშშ-ის ღია პირველობის ფინლში ამერიკელების, კეიტი მაკნელის და ტეილორ ტოუნსენდის წყვილი 3-6, 7-5, 6-1 დაამარცხა და ამ სეზონში, დიდი სლემის მესამე ტიტულს დაეუფლა.

ამერიკელებმა პირველი სეტი მოიგეს და მეორეში 4-1 დაწინაურდნენ, როდესაც ჩეხებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ნიუ იორკული ტურნირი პირველად მოიგეს. ეს ამ წყვილის მიერ მოგებული დიდი სლემის მეექვსე ტიტულია.

„ჩვენ დავმშვიდდით და საკუთარ თავს ვუთხარით - კარგი, ამჯერად ამას ვერ შევძლებთ. ვფიქრობ, ამან კარგად იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ გაცილებით უკეთ ავთამაშდით. ჩვენ ყოველი ქულისთვის ვიბრძოდით. ძალიან გაკვირვებული ვარ და მიხარია, რომ ეს შევძელით“, - განაცხადა სინიაკოვამ.

ჩემპიონის თასთან ერთად, წყვილმა, რომელმაც იუნიორული ასაკიდან დაიწყო ერთად თამაში, საპრიზო ფონდიდან 688 000 დოლარი მიიღო.

ამ სეზონში მათ დიდი სლემის მხოლოდ სამ ტურნრზე ითამაშეს. საფრანგეთის ღიას გამოტოვება კი იმის გამო მოუხდათ, რომ კრეიჩიკოვას კოვიდ-19 შეეყარა.

რაც შეეხება მაკნელის და ტოუნსენდს, მათ ერთ წყვილში პირველად ითამაშეს. რა თქმა უნდა, მარცხმა ისინი გააწბილა, მაგრამ როგორც ამბობენ, წაგებით მოტივაცია აუმაღლდათ. აღსანიშნავია, რომ მაკნელიმ ფლეშინგ მედოუსზე ფინალს შარშანაც მიაღწია. მაშინ სხვა პარტნიორი ჰყავდა და კორტი ასევე წაგებულმა დატოვა.

0.11589