ჭიდაობა

19:25 | 11.09.2022 | ნანახია 416 - ჯერ

ლუკა მაისურაძემ ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

რიჩონეში, ევროპის ღია პირველობაზე ერთადერთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, ლუკა მაისურაძემ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ბრაზილიელი მარსელო გომესი, სლოვანი მილან რანდლი, ფინელი კრისტოფერ კალიულაიდი და ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა. მან აღნიშნული ოთხი ბრძოლიდან ორი იპონით მოიგო, ორიც - ვაზარით.

თუმცა, ლუკა მაისურაძემ ფინალში ვერაფერი გააწყო და ფრანგ ლორის ტასირთან იპონით მარცხი განიცადა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:59 | 23.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მაგას ჯობია მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გაიმარჯვო

06:59 | 23.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ფსიქოლოგიურათ რათქმაუნდა

06:59 | 23.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ფინალში წაგება ყოველთვის დასანანია

10:35 | 31.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ბევრი ოქროს მედალი გვჭირდება მანდ

10:35 | 31.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

განსაკუთრებით ოლიმპიადაზე

22:55 | 07.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

წარმატებები მომავალში

22:55 | 07.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

არაუშავს სეც კარგი შედეგია

0.148243
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}