კალათბურთი

18:50 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფინეთმა ხორვატია მარკანენის საოცარი თამაშით დაამარცხა

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე ფინეთის ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

თამაში ცხადია დაძაბული იყო და ფინელებმა ბოლოსკენ შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობას მოიპოვება, საბოლოოდ კი 94:86 იმარჯვეს.

ფინეთმა რომ მოიგო, ეს დიდწილად ლაური მარკანენის დამსახურებაა, რომელმაც ხორვატიის წინააღმდეგ 43 ქულა ჩააგდო! ფინელმა ვარსკვლავმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაეყვანა და მიზანს მიაღწია კიდეც. გარდა იმისა, რომ მას თამაში მისდიოდა და ყველაფერი გამოსდიოდა, მესამე პერიოდის ბოლოს, 0.1 წამში მოახერხა 2-ქულიანის ჩაგდება, რაც მის ბრწყინვალე გარჯაზე ნათლად მიუთითებს.

მარკანენის გარდა, ფინეთის ნაკრებში ორი კალათბურთელი გადასცდა 5-ქულიან ზღვარს: ედონ მაქსუნი (16 ქულა) და სასუ სალინი (17 ქულა). სხვათა შორის, მარკანენმა 43 ქულა 33 წუთში მიითვალა, თან 9 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა. ხორვატიის ნაკრებში ქულები უფრო თანაბრად განაწილდა: ბოიან ბოგდანოვიჩმა 23 ქულა, დევონ სმითმა 17, დარიო სარიჩმა 12, კრუნოსლავ სიმონმა და კარლო მატკოვიჩმა კი 11-11 ქულა მიითვალეს.

ფინეთის ნაკრები მეოთხედფინალში 13 სექტემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფინეთი - ხორვატია 94:86 (20:21, 25:22, 22:22, 27:21)

0.152024