ფეხბურთი

16:55 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" ფრე "ატალანტასთან", ლუკა ლოჩოშვილმა ითამაშა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია A-ს მეექვსე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვია. „კრემონეზე“ აგებდა, როცა 74-ე წუთზე მერიჰ დემირალმა ანგარიში გახსნა, მაგრამ 79-ე წუთზე ემანუელე ვალერიმ ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურამდე ლიდერი „ატალანტა“ იყო, მაგრამ ახლა სერია A-ს 14-14 ქულით სამი ლიდერი ჰყავს - „ატალანტა“, „ნაპოლი“ და „მილანი“.

თავის მხრივ, „კრემოენზეს“ ექვს ტურში 2 ქულა აქვს, მე-18 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 18 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.117271