ფეხბურთი

17:25 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსი" - "ნაპოლის" მატჩი უეფამ ერთი დღით გადადო

„რეინჯერსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 13 სექტემბრის ნაცვლად 14 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გარდა ამისა, შეხვედრას ვერ დაესწრებიან სტუმართა გუნდის გულშემატკივრები, რომლებსაც გაყიდული ბილეთების ფული უკან დაუბრუნდებათ. შეზღუდვები ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებითა და ბრიტანეთში გლოვის დღეებითაა განპირობებული.

ამრიგად, გლაზგოში, „რეინჯერსი“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პირველი ტურის შემდეგ იტალიურ კლუბს 3 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო შოტლანდიელებმა "აიაქსთან" წააგეს.

0.114557