ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრები ითამაშებს, რომელმაც უკრაინა 94:86 დაამარცხა.
პოლონელებმა 8-ქულიანი უპირატესობა ბოლოს მოიპოვეს, მაგრამ მანამდე ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, ხან უკრაინა გადიოდა წინ, ხანაც მისი მეტოქე. მეოთხე პერიოდში პოლონეთი 9 ქულით დაწინაურდა და მართალია, უკრაინამ ბოლომდე იბრძოლა, ერთი ხანობა მხოლოდ 2 ქულასაც აგებდა, მაგრამ ბოლო ერთ წუთში ტაქტიკური ჯარიმების აღება მოუწია და ჩამორჩენა გაიზარდა.
პოლონეთის ნაკრებს ეი ჯეი სლოუთერმა 24 ქულით და მატეუშ პონიტკამ ულიდერეს 22 ქულით, ხოლო უკრაინის ნაკრებში საუკეთესო ვიაჩესლავ ბობროვი იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ პოლონეთის ნაკრები მეოთხედფინალში 14 სექტემბერს, სლოვენიის ნაკრებს შეხვდება.
უკრაინა - პოლონეთი 86:94 (21:24, 24:18, 22:27, 19:25)