ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) სექტემბრის, აკი ბაშო წარმატებით დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა სუმოისტმა ონოშოსთან გამარჯვება ჰატატიკომის ილეთით მოიპოვა და მასთან პირადი ბალანსიც გაათანაბრა (2-2).
ტოჩინოშინი მეორე საშეჯიბრო დღეს მიოგირიუს შეხვდება, რომელთანაც კარიერაში 14 ბრძოლა აქვს მოგებული, 17-ჯერ კი მარცხი განიცადა.