ფეხბურთი

13:27 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტელი "ბაიერნის" რეკორდსმენი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი მატის ტელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც „რეკორდმაისტერის“ მაისურით ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა.

მან „შტუტგარტის“ წინააღმდეგ თავი 17 წლისა და 136 დღის ასაკში გამოიჩინა. ფრანგი თავდამსხმელი 2005 წელსაა დაბადებული, თუმცა, იულიან ნაგელსმანის ნდობა უკვე მოიპოვა. მასზე პატარა ასაკში „ბაიერნის“ რიგებიდან ბუნდესლიგის ეგიდით თავი არავის გამოუჩენია.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „შტუტგარტის“ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რის შედეგადაც მიუნხენურ გიგანტს გერმანიის ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა.

0.123118