ჩოგბურთი

11:10 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას შერეული წყვილების ტიტული ავსტრალიელებმა მოიგეს

ავსტრალიელებმა, სტორმ სანდერსმა და ჯონ პეერსმა, აშშ-ის ღია პირველობის შერეულ წყვილთა ტიტული მოიპოვეს. ფინალში მათ ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის და ფრანგი ედუარდ როჟე-ვასელენის წყვილი 4-6, 6-4, 10-7 დაამარცხეს. 2001 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფლეშინგ მედოუსზე ავსტრალიურმა შერეულმა წყვილმა გაიმარჯვა.

სანდერსმა და პეერსმა ერთად, დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვეს. პეერსს 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე, მამაკაც წყვილთა ტიტული აქვს მოგებული. გამარჯვების შემდეგ, მათ პირობა დადეს, რომ მომდევნო სეზონში ტიტულის დაცვას ეცდებიან.

პირველ სეტში, მეოთხე ნომრად განთესილმა ავსტრალიელებმა ბევრი შანსი გაანიავეს. სულ მათ სამი ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენეს. პირველი სეტი ფლიპკენსის და როჟე-ვასელენის გამრჯვებით დასრულდა. მაგრამ მეორეში ფრანგის ორმაგმა შეცდომამ, სანდერსს და პეერსს პირველივე სეტ პოინტი მოაგებინა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

სამატჩო ტაიბრეიკის დასაწყისში, ავსტრალიელები 3-0 დაწინაურდნენ, თუმცა ფლიპკენსმა და როჟე-ვასელენმა სამივე ქულა ამოქაჩეს. მაგრამ ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ მიიღეს. შეხვედრას წერტილი პეერსმა ეისით დაუსვა.

0.122868