ფეხბურთი

1:07 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ სეზონში პირველად გალიდერდა

„ბარსელონამ“ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. მინიმუმ კვირამდე, სანამ „რეალი“ „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

აუტსაიდერი „კადისი,“ ცხადია, ვერ გამოდგებოდა საჯილდაო ქვად და კატალონიელთა დამრიგებელმა, ჩავიმ მინდორზე სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა. „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ძირითადის მოთამაშეები დაასვენა.

ამისდაკვალად, კატალონიელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ერთობ დაბლი გახლდათ, მხოლოდ ერთხელ გამოირჩნენ, როცა რაფინიამ ძალს მოარტყა ბურთი.

შესვენების შემდეგ კი „ბარსელონამ“ შეცვლების გარეშეც გახსნა ანგარიში. თავი დე იონგმა გამოიჩინა. შემდეგ მინდორზე ლევანდოვსკი გამოჩნდა და მეორე გოლმაც არ დაახანა.

მალე მატჩი ნახევარი საათით შეწყდა, მავანი გულშემატკივარი ტრიბუნაზე ცუდად გახდა.

შემდეგ კი „კადისი“ საერთოდ მოირღვა და მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს ისინი, ჯერ ფატიმ, შემდეგ დემბელემ.

„ბარსელონა“ ლიდერია, „კადისი“ კი - ზედიზედ ხუთი წაგებით ბოლოზე.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

5 ტური. 10 სექტემბერი

კადისი - ბარსელონა 0:4

კადისი. „რამონ დე კარანსა“

0:1 დე იონგი (55), 0:2 ლევანდოვსკი (65), 0:3 ფატი (86), 0:4 დემბელე (90+2)

კადისი: ლედესმა, სალდუა, ერნანდესი (ალარკონი 59), მბაიე, ესპინო, ფერნანდესი, ფედე (ალკარასი 72), ალეხო (ბონგონდა 60), სობრინო (ნეგრედო 72), ოკამპო, პერესი (მაბილი 72),

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ბელერინი, პიკე, არაუხო, ბალდე (ალონსო 78), ბუსკეტსი, დე იონგი, გავი (პედრი 57), რაფინია (ფატი 72), დეპაი (ლევანდოვსკი 57), ტორესი (დემბელე 57),

მწვრთნელი: ჩავი

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: პერესი (56); რაფინია (16), ბუსკეტსი (53)

რაიო ვალეკანო - ვალენსია 2:1

1:0 პალასონი (5), ნიკო (52 საკ. კაში), 2:1 დიაკაბი (90+4)

ატლეტიკო - სელტა 4:1

1:0 კორეა (9), 2:0 დე პაული (50), 3:0 კარასკო (66), 3:1 ვეიგა (71), 4:1 ნუნიესი (82 საკ. კარში)

ესპანიოლი - სევილია 2:3

0:1 ლამელა (1), 0:2 კარმონა (26), 1:2 ხოსელუ (45+4), 1:3 კარმონა (45), 2:3 ბრეითვეითი (62)

გაძევება: ლამელა (84)

0.11125