ფეხბურთი

0:39 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "ვალენსიას" გმირია, გუნდი განადგურებისგან გადაარჩინა"

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოსთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელთა შორის ცალსახად საუკეთესო იყო და გუნდი გოლისგან 5-ჯერ გადაარჩინა.

ესპანურმა გამოცემებმაც 21 წლის ქართველი მეკარის თამაშს მაღალი შეფასება მისცეს.

„პირველ გოლზე ვერაფერი გააკეთა. „ვალენსიას“ გმირი პირველ და მეორე ტაიმებში. მან გუნდი გოლეადასგან იხსნა“, - წერს Eldesmarque, რომელმაც მისი თამაში 9 ქულით შეაფასა, რაც „ლოს ჩეში“ ყველაზე კარგი შეფასება იყო.

ასევე ყველაზე მაღალი ქულა მიიღო გიორგი As-სგანაც (8), რომელმაც შეფასებების სათაურში დაწერა, რომ მამარდაშვილი მარტო დატოვეს: „ვარსკვლავური. გოლებზე ვერაფერი გაახერხა, მაგრამ გუნდს მაინც დაეხმარა. ტრეხოს პირისპირ აჯობა, მერე ალვაროს ძლიერი დარტყმაც უკუაგდო. რამდენიმე წუთის შემდეგ კამელოს დარტყმის დროსაც შესანიშნავი ნახტომი გააკეთა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 5 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ერთხელ შეინახა. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ვიგოს „სელტასთან“ გამართავს.

0.13523