ფორმულა 1-ის იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „ფერარის“ შარლ ლეკლერმა მოიგო, ვინც მონცას ტრეკზე მისულ ათობით ათას ტიფოზის გაუხარა გული. პოულის გარდა, რბოლაში მის შანსებს ის გარემოებაც გაზრდის, რომ ძრავების ლიმიტის გადაცილების გამო, პოზიციები არაერთმა პილოტმა დაკარგა, მათ შორის, ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა.
„ჩვენ არც ველოდით, რომ პოულისთვის ბრძოლას შევძლებდით. აქ რბოლა ჩვენთვის სპეციალური მოტივაციაა და შესანიშნავია, რომ საქმეს კარგად გავართვით თავი“, - განაცხადა ლეკლერმა, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში მერვე პოულია და პირველი საფრანგეთის დიდი პრიზის შემდეგ.
ლეკლერმა და „ფერარიმ“ მონცაზე რბოლა პოულიდან ბოლოს 2019 წელს დაიწყეს და ის რბოლა მათი გამარჯვებით დასრულდა.
მაქს ფერსტაპენმა, ვისაც ზედიზედ მეხუთე გამარჯვების შანსი აქვს, მეორე დრო დააფიქსირა, მაგრამ აგრეგატის ელემენტის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაიწევს. მსგავსი მიზეზების გამო, სტარტზე უკან დაწევა უწევთ ლუის ჰამილტონს, სერხიო პერესს და კარლოს საინსს, ვისაც მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა. საბოლოო ჯამში, საჯარიმო გადაადგილებების შემდეგ, მეორე ადგილზე გადავიდა ჯორჯ რასელი, ვისაც მეექვსე საუკეთესო დრო ჰქონდა.
იტალიის დიდ პრიზზე, ფორმულა 1-ში პირველად იასპარეზებს ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისი, ვინც „უილიამსში“ დროებით შეცვლის ალექს ელბონს. ტაილანდელ პილოტს აპენდიციტთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და ამის გამო, მონცაზე ვერ იასპარეზებს. დე ფრისი 2019 წელს ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა, შარშან კი ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'20.161
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.381
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.423
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.764
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.487
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) -
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.145
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდა, უილიამსი) 2.310
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.416
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.426
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.475
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.587
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.045
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.969
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.074
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.747
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.844
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.268
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.363
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) =
*ცხრილში ადგილები შეცვლილია აგრეგატებთან დაკავშირებული ჯარიმების შესაბამისად
Q3 შედგები
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'20.161
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.145
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.268
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.045
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.363
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.381
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.423
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.764
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.487
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) -