გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე მეოთხედფინალისტია. ტურნირის მასპინძელმა მონტენეგროს ნაკრებს 85:79 აჯობა.
ანგარიშში სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ ეს მატჩის ბოლო ნაწილის დამსახურებაა, როცა მონტენეგროელებმა ჩამორჩენა შეამცირეს, თორემ გერმანიის ნაკრებს ერთი ხანობა 24-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა.
მოედანზე საუკეთესო დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო, 14-14 ქულა მიითვალეს მაოდო ლომ და ფრანც ვაგნერმა. მონტენეგროს ნაკრებში კენდრიკ პერი გამოირჩა 25 ქულით, ბოიან დუბლევიჩმა 22 ქულა ჩააგდო, მარკო სიმონოვიჩმა 13, ხოლო ვლადიმირ მიხაილოვიჩმა - 12.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სამი მეოთხედფინალი გაიმართა და საქართველოს ნაკრების ჯგუფის ყველა წარმომადგენელი გავარდა (თურქეთი, ბელგია, მონტენეგრო), მეოთხედფინალში გავიდნენ B ჯგუფის წევრები საფრანგეთი, სლოვენია, გერმანია. დღეს კიდევ ერთი მატჩია A და B ჯგუფის წევრებს შორის - ესპანეთი ლიეტუვას შეხვდება.
გერმანია - მონტენეგრო 85:79 (19:10, 29:14, 19:26, 18:29)