ფეხბურთი

15:22 | 11.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში 6 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა

რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში ყველაზე სწრაფად მოახერხა 6 გოლის გატანა. „ბარსელონას“ პოლონელმა ფორვარდმა 5 ტურში შეძლო თავის გამოჩენა და ანდრე სილვას შედეგი გააუმჯობესა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2018 წელს „სევილიას“ რიგებში ლა ლიგაში ჩატარებულ საწყის 6 თამაშში გაიტანა 6 გოლი, ლევანდოვსკიმ კი მის შედეგს ერთი მატჩით ადრე მიაღწია.

აქვე ვთქვათ, რომ რობერტმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ბარსას“ მაისურით 6 შეხვედრაში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, რაც ცხადია, ფანტასტიკური სტარტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114313