„გალათასარაიში“ იჯარის დროს იკარდის ხელფასის 90 პროცენტს პსჟ გადაუხდის
მიმდინარე სეზონის ბოლომდე პსჟ-ის თავდამსხმელი, მაურო იკარდი იჯარის წესით „გალათასარაიში“ ითამაშებს, თუმცა ხელფასის 90% ისევ პარიზული კლუბი გადაუხდის -გვამცნობს Get French Football News.
წყაროს ინფორმაციით, იკარდის წლიური ანაზღაურება 6,75 მილიონი ევროა. „გალათასარაი“ მხოლოდ 750 ათასს უხდის, დანარჩენ 6 მილიონს - პსჟ.
იკარდი „პარი სენ-ჟერმენში“ 2019 წელს „ინტერიდან“ გადავიდა.