კალათბურთი

19:43 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩმა ისევ გაიბრწყინა და სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

სლოვენიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, მას მერე, რაც მერვედფინალში ბელგია 88:72 დაამარცხა.

ანგარიში სოლიდურია, თუმცა ბელგიამ ძლიერ მეტოქეს კონკურენცია ბოლო მეოთხედამდე გაუწია, როდესაც სხვაობა სულ რაღაც სამი ქულა იყო. აი, გადამწყვეტ პერიოდში სლოვენიელების შეჩერება ბელგიელებმა ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ.

ცხადია, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 36 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. შედეგად, მან გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. 13 ქულა ჰქონდა კლემენ პრეპელიცს, 12 მაიკ ტობის და 11 გორან დრაგიჩს. ბელგიის ნაკრებში ემანუელ ლეკომტი გამოირჩა 16 ქულით, პიერ-ანტუან ჟილე, 15 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯონათან ტაბუმ - 9.

ამრიგად, სლოვენია მეოთხედფინალშია, სადაც უკრაინისა და პოლონეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სლოვენია - ბელგია 88:72 (24:19, 20:22, 19:19, 25:12)

0.134605