ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ სატრანსფერო ბაზარი შეაჯამა და განაცხადა, რომ ყველაზე მეტად „იუვენტუსმა“ იაქტიურა, თუმცა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც გამოარჩია.
„ყველაზე მეტად სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსმა“ იაქტიურა, ყოველ შემთხვევაში დახარჯული ფულით და ვნახოთ, რა გამოჩნდება მოედანზე. „ნაპოლიმ“ საინტერესო მოთამაშეები აიყვანა და სახელფასო ბიუჯეტიც შეამცირა. ვისურვებდი, რომ „ნაპოლის“ კრიშტიანუ რონალდუ დაემატებინა, მაგრამ „აძურის“ ქართველი გარემარბი კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“, - თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ ექვს მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.