ფეხბურთი

14:05 | 10.09.2022 | ნანახია 0 - ჯერ

მბაპე ჰაკიმის: "ბოდიში არ კმარა, პასი უნდა მომცე!"

სოციალურ ქსელში ვირუსული გახდა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპე და აჩრაფ ჰაკიმი საუბრობენ.

ვიდეო პსჟ-სა და „იუვენტუსის“ მატჩის შესვენებაზეა გადაღებული და ფრანგმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს. გაირკვა, რომ ფრანგი მაროკოელ თანაგუნდელს საყვედურობს.

მბაპე: შეხედე ვიდეოს, პასი უნდა მოგეცა.

ჰაკიმი: კი, ვნახე, ბოდიში.

მბაპე: ბოდიშის მოხდა არ კმარა, ბურთი მე უნდა გადმომაწოდო.

ცხადია, ამ დიალოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, მბაპეს „პარი სენ ჟერმენში“ განსაკუთრებული ძალაუფლება აქვს მინიჭებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.088897