ფეხბურთი

23:15 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტონალიმ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ სანდრო ტონალის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა დაადასტურა. ტონალი „მილანში“ 2027 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

„ძალიან ბედნიერი ამ განახლებით, რადგან უფრო დიდხანს შევძლებ „მილანში“ დარჩენას და იცით, როგორ მიყვარს ეს კლუბი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და განაგრძეთ ჩვენი გულშემატკივრობა, რადგან ერთად შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა“, - მიმართა ტონალიმ გუნდის ფანებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი „მილანმა“ 2020 წელს „ბრეშადან“ დაიმატა და მას შემდეგ მან 87 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.113291