თბილისის „საბურთალოში“ სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. ლაშა ნოზაძე გუნდიდან წავიდა და ის თემურ შალამბერიძემ შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„საბურთალომ“ მადლობა გადაუხადა ნოზაძეს გაწეული სამსახურისთვის, რომელმაც კლუბს კონფერენსლიგაზე უხელმძღვანელა და მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. რაც შეეხება შალამბერიძეს ის „საბურთალოში“ დაბრუნდა, რადგან თბილისურ კლუბს 2020 წელს საქართველოს სუპერთასი მოაგებინა. მას გია ახალკაცი დაეხმარება.
„საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.