ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტური მთლიანად გადაიდო. მიზეზი დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ს გარდაცვალებაა.
ტურის გადადება მოსალოდნელი იყო, რადგან ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვაა, შესაბამისად, სპორტული ღონისძიებებიც არ ჩატარდება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩაატარებს პრემიერლიგის ხელმძღვანელობა გადადებულ მეშვიდე ტურს.
აქვე გეტყვით, რომ საუბარია ბრიტანული გუნდების მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის მატჩების გადადებაზეც, თუმცა უეფა სავარაუდოდ, მჭიდრო კალენდრის გამო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.