ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, იტალიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, უკან დადგომა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ მის მანქანაზე ძალური დანადგარია შესაცვლელი. ამით ჰამილტონი ლიმიტს არღვევს, რისთვისაც ჯარიმა ეკუთვნის.
„მერსედესი“ ჰამილტონის მანქანაზე უკვე მეოთხე ძრავს დააყენებს. ერთი აგრეგატი მას ბელგიის რბოლისას დაუზიანდა, როცა ფერნანდო ალონსოს, საწყის წრეზე დაეჯახა.
„ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ უკანა რიგიდან სწრაფად ამოვქაჩო“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც იმის იმედი აქვს, რომ მონცას სწრაფ ტრეკზე, გასწრება შედარებით ადვილია, რაც წინ სწრაფად წაწევის საშუალებას მისცემს.
ალონსოსთან შეჯახების შემდგ, ჰამილტონის მანქანა ჰაერში ავარდა და ოთხივე ბორბალზე კი დაეცა, მაგრამ როგორც „მერსედესი“ ირწმუნება, დაცემისას ვერტიკალურმა გადატვირთვამ 45G-ს მიღწია. მანქანა თითქოს გადარჩა, მაგრამ წყლის სისტემაში წნევა დაეცვა, რის გამოც, ჰამილტონმა რბოლა შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიაში ჰამილტონის მანქანაზე მესამე, ახალი ძრავი იდგა. გუნდი ამ აგრეგატის აღდგენაზე მუშაობს, მაგრამ ერთ კვირაში ამას ვერ ასწრებს და ამიტომ, მეოთხე ძრავის გამოყენება უწევს.
ჰამილტონს ჩემპიონატში ამჟამად მეექვსე ადგილი უკავია. სეზონის დასრულებამდე შვიდი ეტაპით ადრე, ბრიტანელი ლიდერ მაქს ფერსტაპენს, ვისაც 15-დან 10 რბოლა აქვს მოგებული, 152 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იყო პერიოდი ძალიან მინდოდა მილანში ამსი ხილვა ; ))
რა მაისურით გაეძრო
)
პეს 11-ში გიჟი იყო :დ
რამაგრად არის გაბუქებული ეს ფეხბურთელი,კიევის დინამომ საფრანგეთის ნაკრების მცველი შეიძინაო არადა ნაკრებში სულ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
რა რეალს უნდოდა?მანიუსაც,ბარსასაც,ლივერსაც,მილანსაც,იუვესაც,ბავარიასაც,ჩელსისაც უნდოდა და პროსტა ვერ იყიდეს,ვერ გაქაჩეს იმდენი ღირდა



უნდოდა და გადაიფიქრა ხო?ეგრე სად წერია
ჭანტურიას ყიდვა ეგრე თუა რომას ლაციოს და ჯენოას უნდოდა მაგრამ მერე მაგით რა?
რეალის ფანი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რაც დავწერე ამის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო და ჩაიშალა რეალში დაახლოებით სამი წლის წინ,უამრავი შემთხვევაა ასეთი სატრანსფერო პერიოდში ხოლმე რა გაგიკვირდა
D:დ
ალბად ადმინს უყვარს “ს” რო ამთავრებს სიტყვას
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კარგი მცველია მახსოვს თავის დროზე ამის შეძენა რეალს უნდოდა
წერა დაგავიწყდათ?
კიევის “დინამოს” საფრანგეთის ნაკრების მცველის შეიძინა
(facepalm)