ფეხბურთი

22:20 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას არაფრის ეშინია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა, რომელიც „უდინეზესა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის ეზეკიელ ლავეცის შეადარა.

„როგორც ახალგაზრდა მწვრთნელს, ამ „ნაპოლისგან“ ბევრი რამის სწავლა შემიძლია. ალექსანდერ-არნოლდს კვარაცხელიასთან ძალიან გაჭირდა, მან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს არაფრის შანსი არ მისცა. მგონია, რომ ქართველი ლავეცის ჰგავს, მას არაფრის ეშინია, ბრწყინვალე შენაძენია“, - თქვა ფლორო ფლორესმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გარდა იმისა, რომ საგოლე პასი გააკეთა, შესანიშნავად ითამაშა.

0.119715