სხვა

18:56 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებთან ვერაფერი გააწყო - 5:7.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ ფრანგები მთელი თამაში წინ იყვნენ და უპირატესობა შეინარჩუნეს. პირველი და მეოთხე პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორე და მესამე კი ფრანგებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს და ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ნიკა შუშიაშვილმა (3), ბორის ვაპენსკიმ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მონტენეგროსთან მატჩით დაასრულებს, რომელსაც 10 სექტემბერს მეშვიდე ადგილისთვის შეხვდება. საინტერესოა, რომ ეს ევროპირველობა ქართველებმა სწორედ მონტენეგროსთან ჯგუფური ეტაპის მატჩით დაიწყეს და 11:14 წააგეს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ ასპარეზობს და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა, რითაც სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

საქართველო - საფრანგეთი 5:7 (1:1, 1:2, 1:2, 2:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115169