ფეხბურთი

17:02 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" სათადარიგო მეკარე 6 თვე ვერ ითამაშებს

„ვალენსიას“ სათადარიგო მეკარე ხაუმე დომენეკმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს.

ესპანელმა მეკარემ მძიმე დაზიანება ვარჯიშზე მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ ყველაზე მძიმე შედეგი აჩვენა.

ამრიგად, გიორგი მამარდაშვილი ისედაც პირველი ნომერი იყო, ახლა კი მთავარი დუბლიორის გარეშეც დარჩა. ჯენარო გატუზოს განკარგულებაში კიდევ ერთი მეკარეა კრისტიან რივერო, რომელსაც ლა ლიგაში არასდროს უთამაშია, თუმცა ხაუმეს გამოჯანმრთელებამდე მამარდაშვილის დუბლიორის როლს ის შეასრულებს.

0.115092