ფეხბურთი

16:30 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოლივანოვი: "კვარაცხელია ასე თუ გააგრძელებს, "რეალში" გადავა"

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა იგორ კოლივანოვმა, რომელიც იტალიაში 10 წელი თამაშობდა, „ფოჯასა“ და „ბოლონიას“ რიგებში, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, თუ ქართველი ფეხბურთელი ასე გააგრძელებს, სულ მალე მადრიდის „რეალში“ მოხვდება.

„თუ ასე გააგრძელებს, შეიძლება მალე ისეთ გუნდში გადავიდეს, როგორიც მადრიდის „რეალია“. „ნაპოლის“ გულშემატკივრები მასზე უკვე შეყვარებულები არიან და აღფრთოვანებული არიან მისი თამაშით, მაგრამ ვფიქრობ, იტალიაშიც მალე იმ ცნობადობას და პოპულარობას მიაღწევს, რაც მის თანამემამულე კალაძეს ჰქონდა. ის უბრალოდ ფანტასტიკური მოთამაშეა, კარგად თამაშობს სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე. კვარადონას ეძახიან? მარადონა უნიკალური იყო, კვარა მისგან შორსაა. მან უბრალოდ უნდა გააგრძელოს ამავე სულისკვეთებით თამაში და შემდეგ ვნახოთ, სად იქნება“, - თქვა კოლივანოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116908