ფეხბურთი

15:41 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი „ლივერპულის“ სუსტ თამაშზე - „ნუთუ ეს წარმატებული ციკლის დასასრულია?“

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, შეშფოთებულია გუნდის დღევანდელი მდგომარეობით.

„ნაპოლისთან“ 1:4 წაგება? ეს არა მხოლოდ ერთი მატჩის პრობლემაა. დაივიწყეთ ის. მე უფრო სხვა საკითხი მაღელვებს: ეს ის არის, რაც მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება?

ნუთუ ეს წარმატებული ციკლის დასასრულია? ზაფხულის ტრანსფერებში დაუშვეს შეცდომები თუ რა არის მიზეზი, საკუთარ თავს აღარ გვანან.

შვიდი თამაშიდან მიმდინარე სეზონში ხუთში პირველებმა გაუშვეს გოლი. ძალიან ცუდად იწყებენ მატჩებს. მაგრამ საკრიტიკოდ ენა არ მომიბრუნდება, მას შემდეგ რაც მათ ბოლო წლებში გააკეთეს.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს SkySports.

0.111634