„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „აიაქსთან“ წაგების (0:4) შემდეგ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ. ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. აქ ხომ ყოველი მოქმედება უსწრაფესად ხდება: პრესინგი, რეაქცია, ბურთის კონტროლი, გადაცემის სისწრაფე.
ეს ყველაფერ ვნახეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ მეტოქეს და შეცდომებისთვის დავისაჯეთ.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.