ფეხბურთი

13:49 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი: „ჩელსი“ ზიდანმა უნდა გაწვრთნას“

„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მერსონი, მიიჩნევს, რომ „ჩელსი“ ფრანგმა სპეციალისტმა, ზინედინ ზიდანმა უნდა გაწვრთნას.

„ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ახლა „ჩელსის“ მოერგება, ზინედინ ზიდანია. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ასეთივე მწვრთნელია. წარმატებულად მუშაობდა მადრიდის „რეალში.“ მაგრამ მას არ უყვარს ერთ ადგილზე ხუთ წელიწადს ყოფნა. „ზიზუს“ ყველაფრის მიღწევა უცებ სურს.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Sky Sports.

ტომას ტუხელი „ჩელსიმ“ გუშინ, 7 სექტემბერს გაათავისუფლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ.

0.117314