ფეხბურთი

13:18 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგი“ მარკო როზეს ჩააბარეს

მარკო როზე „ლაიპციგის“ ახალი მთავარი მწვრთნელია - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

45 წლის გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

როზემ ამ პოსტზე დომენიკო ტედესკო შეცვალა, რომელიც გუნდში 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. ტედესკო თანამდებობიდან გუშინ, 7 სექტემბერს დაითხოვეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დონეცკის „შახტართან“ საშინაო მარცხის შემდეგ (1:4).

„ლაიპციგს“ არც ბუნდესლიგაში მისდის საქმე კარგად. 5 ტურის შემდეგ გუნდი მე-11 ადგილზეა.

როზეს ბოლო კლუბი კი დორტმუნდის „ბორუსია“ გახლდათ, რომელსაც ის 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მაისამდე წვრთნიდა.

0.110257