ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1), „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ეს დიდი გამარჯვებაა. ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და ასეც მოხდა. ბიჭებმა ფანტასტიკური წარმოდგენა მოაწყეს. სწორედ ასე უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი, რომელსაც „ნაპოლის“ მაისურა აცვია.
თუმცა ეიფორიას არ მივეცემით. დღეს ვზეიმობთ, ხვალ კი „სპეციასთან“ მომავალი მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.