ფეხბურთი

1:05 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და "ატლეტიკოს" დრამატული გამარჯვება

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ – „ლივერპულისა“ და ასევე, დღის საწყისი ორი მატჩის შესახებ ცალკე უკვე დავწერეთ, მაგრამ პარალელურად კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური თამაში მილანში, „ინტერსა“ და „ბაიერნს“ შორის შედგა, თუმცა გერმანელებმა იოლად მოიგეს - პირველ ტაიმში ლეროი სანემ გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში დანილო დ’აბროზიომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამავე ჯგუფში „ბარსელონამ“ ჩეხური „პლზენი“ 5:1 გაანადგურა, მაგრამ აქ მთავარი რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქია. პოლონელმა ესპანურ გრანდში სადებიუტო თამაში ჩაატარა და დიდებულად დაიწყო.

ლონდონის „ტოტენჰემმა“ კაცნაკლული „მარსელი“ ბოლოსკენ გატეხა რიშარლისონის დუბლით და 2:0 იმარჯვა. წააგო ლევერკუზენის „ბაიერმა“, რომელმაც ბელგიაში „ბრიუგესთან“ ვერაფერი გააწყო - 0:1.

საოცრად დრამატული შეხვედრა მოიგო მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ „პორტუსთან“. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ჰერმოსომ დააწინაურა „როხიბლანკო“, რასაც 4 წუთში ურიბემ პენალტით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მსაჯის მე-11 დამატებულ წუთზე ანტუან გრიზმანმა დიეგო სიმეომენეს გუნდს მაინც მოაგებინა!

„ბარსელონა“ – „პლზენი“ 5:1 (3:1)

გოლები: 1:0 კესიე (13), 2:0 ლევანდოვსკი (34), 2:1 სიკორა (44), 3:1 ლევანდოვსკი (45), 4:1 ლევანდოვსკი (67), 5:1 ტორესი (71)

„ინტერი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 სანე (25), 0:2 დ’ამბროზიო (66, ა.გ)

„ტოტენჰემი“ – „მარსელი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 რიშარლისონი (76), 2:0 რიშარლისონი (81)

„ბრიუგე“ – „ლევერკუზენი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 სილა (42)

„ატლეტიკო“ – „პორტუ“ 2:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჰერმოსო (90), 1:1 ურიბე (90, პენ), 2:1 გრიზმანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126056