ფეხბურთი

23:30 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" და "სპორტინგმა" ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღე ორი მატჩით გაიხსნა, რომლებშიც „აიაქსმა“ და „სპორტინგმა“ ძალიან იოლად მოიგეს.

A ჯგუფში ნიდერლანდურმა გრანდმა „რეინჯერსს“ უმასპინძლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, მაგრამ „აიაქსთან“ „იოჰან კრუიფ არენაზე“ ვერაფერი გააწყო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ამსტერდამელებმა სამი გოლი გაიტანეს, მეორე ნახევარში კი სტივენ ბერგვაინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კიდევ ერთი შეხვედრა D ჯგუფში შედგა, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს“ ჰქონდა საშინაო მატჩი, მაგრამ გერმანულ გუნდს ლისაბონის „სპორტინგთან“ საერთოდ არაფერი გამოუვიდა. უგოლო ტაიმის მერე პორტუგალიელებმა მეტოქე ცალსახად დაჯაბნეს და 3:0 მოიგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი რუბენ ამორიმის გუნდმა დიდებულად დაიწყო.

„აიაქსი“ – „რეინჯერსი“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (17), 2:0 ბერგუისი (32), 3:0 კუდუში (33), 4:0 ბერგვაინი (80)

„აინტრახტი“ – „სპორტინგი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ედვარდსი (65), 0:2 ტრინკაო (67), 0:3 სანტოსი (82)

0.117826