კალათბურთი

21:26 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩის 47 ქულა საფრანგეთთან და რეკორდი ევროპის ჩემპიონატზე!

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის ბოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურნირის ორი ფავორიტი, საფრანგეთი და სლოვენია დაუპირისპირდნენ, რომელშიც ლუკა დონჩიჩის ბენეფისი იყო!

სლოვენიის ნაკრებმა 88:82 დაამარცხა საფრანგეთი, რაც დონჩიჩის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდების ნახევარზე მეტი ჩააგდო - 47 ქულა! შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ გადამწყვეტ ათწუთეულში სლოვენიელებმა 24:18 იმარჯვეს და საბოლოოდ, შეხვედრაც მოიგეს.

დონჩიჩს უბრალოდ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა, რომელმაც 39 წუთში 47 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ლუკამ 12-დან 9 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. 47 ქულა ევროპის ჩემპიონატის ისტორაში რეკორდია, რომელიც ამიერიდან ლუკა დონჩიჩს ეკუთვნის. სხვათა შორის მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც 47-ს გაუტოლდა.

სლოვენიის ნაკრებს 14 ქულით დაეხმარა გორან დრაგიჩი, 9 ქულა ედო მურიჩმა მიითვალა. საფრანგეთის ნაკრებში რუდო გობერი იყო 19 ქულით საუკეთესო, 15 ქულა ევან ფურნიემ დააგროვა, ხოლო ამატ ბაიეს აქტივში 13 ქულა იყო.

სლოვენიის ნაკრებმა 4 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში საქართველოს ან მონტენეგროს შეხვდება. საფრანგეთის ნაკრებს მესამე ადგილი ერგო (3 მოგება, 2 წაგება) და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე თურქეთის ნაკრებს შეხვდება.

საფრანგეთი - სლოვენია 82:88 (19:20, 21:24, 24:20, 18:24)

0.063165