კალათბურთი

18:36 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიეტუვა ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის ბოლო ტურში ლიეტუვის ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ბალტიისპირელებმა საწყისი სამი მატჩი წააგეს, ბოსნიელებმა კი უნგრეთისა და სლოვენიას აჯობეს, რითაც პლეი-ოფში გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. თუმცა, ლიეტუვის ნაკრებმა პირად შეხვედრაში სძლია ბოსნიას და ჯგუფიდან თავად გააღწია.

გარდამტეხი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც კაზის მაკსვიტსის გუნდმა 28:14 მოიგო და მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. საუკეთესო მარიუს გრიგონისი იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო, 12 ქულით გამოირჩა დომანტას საბონისი, 13 ქულა მოუტანა გუნდს იონას ვალანჩუნასმა, ისევე როგორც იგნას ბრაზდეიკისმა და არნას ბუტკევიჩუსმა. ბოსნიის ნაკრებს დძანან მუსამ 22 ქულით ულიდერა, იუსუფ ნურკიჩმა კი 15 ქულა ჩააგდო.

ლიეუტვა B ჯგუფიდან მეოთხე ადგილით გავიდა და მერვედფინალში მისი მეტოქე 10 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრები იქნება. აქვე ვთქვათ, რომ B ჯგუფიდან გასულები არიან გერმანია, სლოვენიაც და საფრანგეთიც, ხოლო ბოსნია და უნგრეთი ჯგუფში ჩარჩნენ.

ლიეტუვა - ბოსნია 87:70 (28:28, 28:14, 19:17, 12:11)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101416