ფეხბურთი

16:37 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს კეირუშმა ირანის ნაკრები ჩაიბარა

ირანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლოს კეირუში დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატმა სპეციალისტმა დრაგან სკოჩიჩმა გაიყვანა, მან სამსახური მუნდიალამდე ვერ შეინარჩუნა.

კეირუში ირანის ნაკრებს კარგად იცნობს 2011-2019 წლებში მუშაობდა ამ ნაკრებში და 2014-2018 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ათამაშა. კეირუშს სხვადასხვა დროს პორტუგალიის ნაკრებში, „სპორტინგში“, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში, მადრიდის „რეალში“, კოლუმბიის ნაკრებსა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტად უმუშავია. ბოლოს ის ეგვიპტის ნაკრების თავკაცი იყო.

ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, უელსისა და აშშ-ს ნაკრებებს შეხვდება.

0.062613