ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი, LEB Oro-ს (ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონი) „კასერესს“ შეუერთდა.
LEB Oro-ში 18 კლუბი მონაწილეობს. პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის უმაღლესში, 2-9 ადგილოსნები კი ფლეი-ოფში თამაშობენ, რომლის გამარჯვებულიც ასევე ელიტის წევრი ხდება.
„კასერესმა“ 2021/22 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფის მეოთხედფინალში დამარცხდა.
ახალი სეზონი 7 ოქტომბერს იწყება. მანამდე კი ვარჯიშებია. “მოსამზადებელი პერიოდია და დიდი აქცენტია ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული. თბილად და კარგად შემხვდნენ მწვრთნელები.
"კვირას გვაქს ამხანაგური თამაში EBA ლიგის გუნდთან. მომავალი კვირის გეგმა მალე გვეცოდინება.“ - გვითხრა ვილიმ, რომელსაც ესპანეთში დავუკავშირდით.