ფეხბურთი

11:08 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "იქ ვართ, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ, ბრძოლის სურვილი აღარ გვაქვს"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „დინამო ზაგრებთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდში ბრძოლისა და ბოლომდე დახარჯვის სურვილი არ არის და დამსახურებულად წააგეს.

„არ მინდა ვინმეს დავაბრალო, რადგან დამნაშავის ძებნას აზრი არ აქვს, მაგრამ მსურს სიტუაცია აღვწერო. 100 თამაში მქონდა ამ გუნდში და უარესი ძნელად მახსენდება. გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, გაბრაზებული ვარ ჩვენი თამაშით. აშკარაა, რომ ხარვეზები არსებობს, ასევე აშკარაა, რომ ასეთი თამაში, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად არასაკმარისია. ეს არის შიმშილისა და ინტენსივობის ნაკლებობა. არ არსებობს ბრძოლისა და მაქსიმუმის გაღების სურვილი. არც პრემიერლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ელოდო მატჩების მოგებას ასეთი მიდგომით.

ჩვენ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. არ მგონია, რომ ზაგრების „დინამოს“ შეუფასებლობას ჰქონდა ადგილი, ასე რომ ყოფილიყო, დიდი პრობლემა გვექნებოდა. არც ის მგონია, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე რაღაც განსხვავებულს ვნახავდით. სიმართლე ისაა, რომ იქ ვართ, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ, მათ შორის მეც. ეს არის გუნდი, რომელიც სისხლის ვეღარ გრძნობს. სტატისტიკაც ამას ამბობს, რადგან პირველ ტაიმში ორივე გუნდმა კარისკენ ერთნაირად დავარტყით, მაგრამ ჩვენ კარში ვერ დავარტყით. გოლი კონტრშეტევაზე მაშინ გავუშვით, როცა სულ 2 მოთამაშე გვიტევდა. არ მესმის, დღეს ეს რატომ მოხდა. ჩემი საქმე სიტუაციის გაანალიზება და მისი მართვაა. ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ. ვფიქრობდი, რომ სწორ გზაზე ვიყავით, მაგრამ ვცდებოდი - ჩვენ არასწორ გზაზე ვართ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ავსტრიულ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.

0.115265