სხვა

23:51 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ნახევარფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი მეოთხედფინალში მასპინძელ და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიას დაუპირისპირდა და 5:15 წააგო. ამაში გასაკვირი არაფერია, ხორვატია გაცილებით ძლიერი გუნდია და გამარჯვებაც ძალიან იოლად მოიპოვა. მასპინძლები მეორე პერიოდის გარდა, ყველა პერიოდში უკეთ გამოიყურებოდნენ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ჩვენი გუნდის მხრიდან გოლები ნიკა შუშიაშვილმა (3 გოლი), გიორგი მაგრაქველიძემ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა კი ისტორია მაინც დაწერა, რადგან ისტორიაში პირველად მოხვდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში და ორი წლის დაფიქსირებული შედეგი (მე-10 ადგილი) გააუმჯობესა, რითაც 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც გაინაღდა.

საქართველოს ნაკრები ამ წაგებით ევროპის ჩემპიონატს არ ტოვებს და ახლა ადგილებისთვის იბრძოლებს, კონკრეტულად კი მე-5 საფეხურისთვის. ამისთვის ბრძოლაში სტანოიევიჩის გუნდი პირველ მატჩს 8 სექტემბერს საფრანგეთთან გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ წყალბურთის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალისტები ცნობილია: ესპანეთი - უნგრეთი და ხორვატია - იტალია.

ხორვატია - საქართველო 15:5 (4:0, 2:2, 6:1, 3:2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12488