ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხმაურიანი სენსაციით დაიწყო. ლონდონის „ჩელსი“ ზაგრებში „დინამოს“ ესტუმრა და ყველასთვის მოულოდნელად მარცხი განიცადა.
ტომას ტუხელის გუნდს სეზონი კარგად ნამდვილად არ დაუწყია და პრემიერლიგაშიც ბევრი ქულა დაკარგა, მაგრამ ხორვატიის ჩემპიონთა წაგება ნამდვილად სენსაცია იყო. სეზონის პირველი გოლიც ამ მატჩში გავიდა, რომელიც მისლავ ორშიჩის აქტივშია. ზაგრებელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც გოლით დაასრულეს. ეს მე-13 წუთზე მოხდა და „ჩელსის“ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და უქულოდ დარჩა.
მეორე მატჩი G ჯგუფში შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კოპენჰაგენს“ მარკო როისის, რაფაელ გერეიროსა და ჯუდ ბელინგემის გოლებით 3:0 მოუგო. დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო და Whoscored-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა.
„დინამო ზაგრები“ 1:0 „ჩელსი“ (1:0)
გოლი: 1:0 ორშიჩი (13)
„დორტმუნდი“ – „კოპენჰაგენი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 როისი (35), 2:0 გერეირო (42), 3:0 ბელინგემი (83)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უაზრო სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია
ბევრი დახარჯეს
კარგ ფეხბურთელებში
მაგრამ ფეხბურთელები უნდა ერგებოდეს ტაქტიკას და გუნდის საჭიროებებს
გყავდეს ჩილუელი და 70 მილიონი გადაიხადო კუკურელიაში? მიუხედავად იმისა რომ ორივე კარგი ფეხბურთელია ჯობდა სხვა რამეებისკენ მიემართათ ეგ ფული
მაგალითად ობამეიანგის და ზაქარიას ნაცვლად უფრო მაღალი დონის საყრდენი და ცენტრფორვარდი შეეძინათ
და ტუხელი გააგდეს :დ
ესენი ან მაგრად ყომარობენ აბრამას ფულების გარეშე დარჩენის შემდეგ, ან ტუხელის გაშვება უნდათ.
თუმცა უკეთესს რას უნდა ელოდო, როცა მაღალი დონის ფორვარდი და გამთამაშებელი არ გყავს.