ჩოგბურთი

21:53 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი წაგების შემდეგ, ხანგრძლივ პაუზას აიღებს

რაფაელ ნადალი აშშ-ის ღია პირველობაზე, დიდი სლემის 23-ე ტიტულისთვის იბრძოდა, მაგრამ ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან 6-4 4-6 6-4 6-3 დამარცხდა და განაცხადა, რომ ხანგრძლივ პაუზას აიღებს, რათა „რაღაცები მოაგვაროს“. და ჯერ არ იცის, როდის დაბრუნდება.

24 მწლის ტიაფოს ნადალთან წინა ორივე შეხვედრა წაგებული ჰქონდა, მაგრამ არტურ ეშის სახელობის კორტის სავსე ტრიბუნის წინაშე, მეორე ნომრად განთესილ ესპანელს შანსი არ დაუტოვა. ეს ფლეშინგ მედოუსზე ნდალის პირველი გამოსვლაა მას შემდგ, რაც 2019 წელს ჩემპიონი გახდა. და ნიუ იორკში ისე ჩავიდა, ჰარდზე ძალიან ცოტა შეხვედრა ჩაატარა.

„შინ დაბრუნება მჭირდება. რაღაცები მოსაგვარებელი მაქვს. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. უნდა ვეცადო, რომ ამისთვის მენტალურად მზად ვიყო. როცა ვიგრძნობ, რომ მზად ვარ, მაშინვე დავბრუნდები“, - ამბობს ნადალი.

ნადალის მეუღლე მერი პერელო ამ წლის ბოლოს პირველ შვილს ელოდება. ის არის ტიმ იუროპის გუნდის განაცხადში, რომელიც ლონდონში ლეივერის თასზე ითამაშებს. მასთან ერთად უნდა ითამაშონ როჯერ ფედერერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ენდი მარიმ.

მალიორკელმა თავის მიღწევებს, ამ სეზონში დიდი სლემის ორი ტიტული (ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების) დაუმატა, მაგრამ შემდეგ ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა. სხვათა შორის, მელბურნშიც ისე იასპარეზა, რომ მანამდე ხუთი თვე, ტრავმის მკურნალობის გამო გაუცდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ტურნირიც მოიგო და ზედიზედ 20 შეხვედრაშიც გაიმარჯვა.

შემდეგ საფრანგეთის ღიაზე, ტერფის ტრავმის მიუხედავად, მე-14 ტიტულს დაეუფლა, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. არადა, მთელი ტურნირი ტკივილ გამაყუჩებლით ჩაატარა. უიმბლდონზეც ტრავმა ჰქონდა, ოღონდ მუცლის პრესის. ამის გამო, ნახევარფინალში ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან სათამაშოდ, კორტზე გასვლა ვერ შეძლო.

დიდი სლემის შვიდი ტიტულის მფლობელი, შვედი მატს ვილანდერი ამბობს, რომ ნადალმა სასწაული მოახდინა, როცა ამ სეზონში დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო.

0.143502