კალათბურთი

20:12 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების იოლი გამარჯვება მონტენეგროსთან

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე A ჯგუფში მეოთხე ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც ესპანეთის ნაკრებმა მონტენეგრო ადვილად დაამარცხა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა წინა ტურში მოულოდნელად ბელგიასთან განიცადა მარცხი და ამიტომაც, მონტენეგროს წინააღმდეგ სრული მობილიზებით ითამაშეს, რამაც შედეგი გამოიღო.

ესპანეთმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა დიდი უპირატესობა (27:17), რომელიც დიდ შესვენებამდე კიდევ უფრო გაზარდა და მეორე ტაიმის წინ 22-ქულიან უპირატესობას ფლობდა. მესამე და მეოთხე პერიოდში მონტენეგროელებმა მოახერხეს სხვაობის შემცირება და საბოლოოდ, 65:82 წააგეს.

მონტენეგროს რიგებში საუკეთესო 19 ქულით ვლადიმირ მიხაილოვიჩი იყო, ხოლო ესპანეთს ასევე 18 ქულით დარიო ბრიზუელამ ულიდერა.

ესპანეთს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, ხოლო მონტენეგროს 2-2 მოგება/წაგება გააჩნია. ბოლო ტურში 7 სექტემბერს, ესპანეთი თურქეთს ეთამაშება, ხოლო მონტენეგროს მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.

მონტენეგრო - საქართველო 65:82 (17:27, 14:26, 17:14, 17:15)

0.117285