ფეხბურთი

19:36 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი "ბოლონიადან" დაითხოვეს

„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სინიშა მიხაილოვიჩი დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მიზეზი სეზონის წარუმატებლად დაწყებაა, რადგან „ბოლონიამ“ ხუთ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა და მხოლოდ სამი ქულა აქვს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო. აღსანიშნავია, რომ სერბი სპეციალისტი ამ დრომდე სიმსივნის დაავდებას ებრძვის.

აქვე გეტყვით, რომ სინიშა მიხაილოვიჩი „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.111204