ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთში მეოთხე ტური დაიწყო და პირველი მატჩი A ჯგუფში გაიმართა, სადაც თურქეთის ნაკრებმა ბელგია იოლად დაამარცხა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერგინ ატამანის გუნდმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და თამაშის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან - 78:63.
თურქებს ალფერენ შენგუნმა 24 ქულით ულიდერა, 16 ქულა ჰქონდა ფურკან კორკმას, ხოლო ჯედი ოსმანი მხოლოდ 8 ქულით გამოირჩა. ბელგიაში საუკეთესო ჰარის ბრატანოვიჩი იყო 15 ქულით, ხოლო ჰანს ვანვინმა 11 ქულა მიითვალა.
თურქეთი 3 მოგებით 1 წაგებით ჯგუფის ლიდერია, ბელგიას 2 მოგების საპირისპიროდ 2 წაგება აქვს.
ბელგია - თურქეთი 63:78 (6:20, 24:17, 17:22, 16:19)