ფეხბურთი

14:52 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი ზაგრების „დინამოსთან“ ემოციურ მატჩს ელის - „ისინი აუტსაიდერის სტატუსს იყენებენ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ზაგრების „დინამოსთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„დინამო“ მოგებებსაა ჩვეული. ეს მათ მენტალიტეტშია. კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს, რაც ადვილი არ არის. ჯგუფურ ეტაპზეც დამსახურებულად მოიპოვეს ადგილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც ტექნიკური და ემოციური ფეხბურთის ჩვენებას შეეცდებიან. ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავთ. ისევე, როგორც ყველა ხორვატულ კლუბს. სისწრაფე, დრიბლინგი, ფრთებზე ოსტატური თამაში ეს მათი სტილია.

ისინი აუტსაიდერის სტატუსს იყენებენ და შემდეგ ყოველთვის მოსალოდნელზე უკეთ თამაშობენ. შეეცდებიან, რომ ჩვენ შესაძლებლობებზე უარესად ვითამაშოთ. ასეთია მათი გეგმა. ეს უნდა გვახსოვდეს.“| - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ზაგრების „დინამოსა“ და „ჩელსის“ შეხვედრა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება ზაგრებში, „მაკსიმირის“ სტადიონზე. თბილისის დროით 20 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

0.113327