ფეხბურთი

14:23 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენი“ დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „პარი სენ-ჟერმენთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ჯგუფიდან გასასვლელად 10 ქულის მოპოვებაა საჭირო. ხარისხიანი მატჩი უნდა გამოვიდეს და შევეცდებით, კარგად წარმოვაჩინოთ თავი, უპირველესად ტექნიკური თვალსაზრისით.

ვფიქრობ, პსჟ მიმდინარე ტურნირის მთავარი ფავორიტია.“ - ციტირტებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ლიგის გასულ გათამაშებაში პსჟ „რეალთან“ დამარცხდა მერვედფინალში, „იუვენტუსმა“ კი ამავე ეტაპზე „ვილიარეალთან“ წააგო.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „იუვენტუსის შეხვედრა დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.117912